• ArabicArmenianAzerbaijaniBelarusianChinese (Traditional)CzechEnglishEstonianGeorgianGermanIrishItalianLatvianPolishRussianTurkishUkrainian
  • როგორ დავრეგისტრირდე საიტზე?
  • ვებ გვერდის სერვისებით სრულყოფილად სარგებლობისათვის, აუცილებელია საიტზე დარეგისტრირება:
    • მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია.
    • აირჩიეთ რეგისტრაციის ფორმა (ფიზიკური პირი, უძრავი ქონების სააგენტო, თუ სამშენებლო კომპანია).
    • გახსნილ გვერდზე შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი (სავალდებულო ველები აღნიშნულია _ x ნიშნით).
    • დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია.
  • რეგისტრაციის შემდეგ ჩვენი სერვისით სარგებლობისათვის, გაიარეთ ავტორიზაცია, ანუ შედით თქვენ მიერ შექმნილ მომხმარებლის პროფილში. ავტორიზაციის შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი განცხადებები და ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.

 

როგორ დავამატო განცხადება?

  • გაიარეთ ავტორიზაცია და დააჭირეთ ღილაკს ჩემი გვერდი, თქვენ გადახვალთ თქვენს პირად გვერდზე, საიდანაც შეგიძილიათ მართოთ თქვენი ყველა განცხადება. განცხადების დამატებისთვის დააჭირეთ ღილაკს განცხადების დამატება, გახსნილ გვერდზე შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი (სავალდებულო ველები აღნიშნულია _ x ნიშნით).
  • პირველ რიგში, მონიშნეთ გარიტების ტიპი, უძრავი ქონების ტიპი და სტატუსი, შემდგომ, უძრავი ქონების მდებარეობა.
  • შესაძლებელია უძრავი ქონების მითითება რუკაზე, ეს მომხმარებელს ძიების პროცესს გაუადვილებს. ამისათვის, მდებარეობის მითითების შემდგომ, დააჭირეთ ღილაკს რუკაზე მონიშვნა, იპოვეთ თქვენი უძრავი ქონება რუკაზე და კონკრეტულად მასზე დააკლიკეთ მაუსი.
  • გაითვალისწინეთ, რომ განცხადების დამატების ფორმაში, საწყის ეტაპზე, მითითებულია, რომ უძრავ ქონებას არ გააჩნია დეტალური ინფორმაციის გარკვეული კომპონენტები (აივანი, ლოჯი, ბუნებრივი აირი და სხვა). თუკი თქვენს უძრავ ქონებას აქვს მოცემული მახასიათებლები, აუცილებელია შესაბამისი უჯრების მონიშვნა, რათა გამოჩნდეს განცხადებებში.
  • კომენტარი-ს განყოფილებაში შეგიძლიათ მიუთითოთ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია თქვენი სარეალიზაციო ქონების შესახებ.
  • გაითველისწინეთ, რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიუთითებთ თქვენს განცხადებაში მით უფრო გაუადვილდება მისი მოძებნა სხვა მომხმარებელს და მით უფრო გაიზრდება თქვენი უძრავი ქონების რეალიზაციის შანსი.
  • სურათების დამატებისთვის დააჭირეთ ღილაკს სურათის დამატება და აირჩიეთ სურათ(ებ)ი თქვენი კომპიუტერიდან. აქვე შეგიძლიათ შეცდომით დამატებული სურათები წაშალოთ (სურათზე მაუსის მიტანის შემდგომ, დააჭირეთ ღილაკს x), ან თქვენთვის სასურველი სურათი მიუთითოთ განცხადების მთავარ სურათად (სურათზე მაუსის მიტანის შემდგომ, დააჭირეთ ღილაკს მთავარი სურათი) ყველა სასურველი ველის შეავსების შემდგომ დააჭირეთ ღილაკს დამატება.                                                                                                  როგორ განვათავსო განცხადება Buyhome.ge – ს F
  • Facebook -ზე განცხადების განთავსების სერვისი გულისხმობს, რომ თქვენი განცხადება პოსტის სახით დაიდება Buyhome.ge -ს Facebook გვერდზე, რომელსაც აქვს  ათასზე მეტი მოწონება. გვერდზე განთავსებული თითოეული განცხადება, მოკლე პერიოდში გამოუჩნდება საშუალოდ ორი ათას მომხმარებელს.
  • Buyhome.ge -ს ოფიციალური Facebook გვერდი იხილეთ ბმულზე:https://www.facebook.com/buyhome.ge/